Sunday, November 24, 2013
ტრენინგის პირველი დღე
2013 წლის 24 ნოემბერს დავიწყე ტრენინგზე " ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი" დასწრება. პირველი შეხვედრისას გავიცანი ტრენინგზე სხვა მონაწილეები. გავუზიარეთ ერთმანეთს მანამდე არსებული ცოდნა და გამოცდილება. ამის შემდეგ ვნახე ვიდეო სახელწოდებით " მომავლის ხიდი".(Intel-ის მიერ შექმნილი.) დავათვალიერე გზამკვლევი, გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რაც უნდა ჰქონდეთ განვითარებული მოსწავლეებს. გარდა ამისა, მიმოვიხილეთ კურსის მოდულები . ამის შემდეგ შევქმენი პროექტის პორტფოლიოს საქაღალდეები. შევიტყვე თითოეული საქაღალდის დანიშნულების შესახებ. დავათვალიერე და განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა და ჩეკ ლისტი. ასევე დავათვალიერე სხვადასხვა პროექტები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment